პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მარკო მიჰკელსონის განცხადება, არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, არ არის საინტერესო.
"არ არის საინტერესო...არ არის საინტერესო...არ არის საინტერესო. ჩვენ უნდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ. ზოგადი განცხადება არ არის საინტერესო. კაი ახლა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაცა თქვა, მაგით ნუ დავიმშვიდებთ თავს", - თქვა კობახიძემ.
კითხვას - უშვებს თუ არა თეორიულად, რომ სადამკვირვებლო მისიები არჩევნების არალეგიტიმურობაზე ისაუბრებენ, კობახიძე ასე პასუხობს: "ვერავინ ვერ მოიტანს ვერავითარ ფაქტს არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით."
***
ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა თქვა: "საქართველოში არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მათი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით შეუძლებელია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შესაძლებელია რუსეთის მკლავებში დაბრუნება."